ფოლადაანთკარის გამგებელი 76 წლის მოხუცს "მთავართან" ინტერვიუს გამო დაუპირისპირდა

გამოქვეყნდა:

სოფელ ფოლადაანთკარის გამგებელი 76 წლის მოხუცს დაუპირისპირდა. სოფლის მცხოვრებმა საყვედური იმის გამო მიიღო, რომ მან ინტერვიუ „მთავარ არხს“ მისცა.

ნაზი ჩაჩანიძე „პოსტ ფაქტუმში“ საკუთარ გაჭირვებასა და ობოლ შვილიშვილებზე საუბრობდა. მათი დახმარების სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა.

სიუჟეტის შემდეგ გამოჩნდა სოფლის გამგებელი და წითელი ჯვარი. წითელმა ჯვარმა და გამგეობამ მოუტანა ეს პროდუქტი და ეუბნება ქალბატონ ნაზის, რომ რატომ მიეცით ინტერვიუ „მთავარ არხს“ და რატომ გამოაჩინეთ ბავშვები... სულ მაგას იძახის, რომ ნამდვილად მომიხსნიან, ეს მთავრობა დღეს სოციალურსო და ელოდება ქალბატონი ნაზი, სოციალური დაერიცხება თუ არ დაერიცხება, - ამბობს ნაზი ჩაჩანიძის ახლობელი.

„მარიამ ჭყონიას ფონდმა“ სოციალურად დაუცველი ბებია და შვილიშვილები სოფელ ფოლადაანკარში, მათ დანგრეულ ფიცრულთან ახლოს, კაპიტალურ სახლში გადაიყვანა, სადაც ყველას თავისი საწოლი და ნორმალური საცხოვრებელი პირობები ექნებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი