ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე დასასწრებად "ნაციონალური მოძრაობის" გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის და, ნაზი ფუტკარაძე მივიდა. სხდომას წესით სწორედ ნუგზარ ფუტკარაძე უნდა წაძღოლოდა, რადგან ის ახალი მოწვევის საკრებულოს უხუცესი წევრი იყო.
"გასაგებია, რომ დღეს დიდი ხალისით არ მოვსულვარ ამ პირველ სხდომაზე, მაგრამ იმ ადამიანების პასუხისმგებლობა მაქვს, ვინც მხარი დაგვიჭირა. ძველი საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტას ვუჭერთ მხარს", - თქვა მან.
ახალი მოწვევის საკრებულო თავმჯდომარეს ბათუმში სავარაუდოდ, ვერ აირჩევენ. "ქართულ ოცნებას" ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. სხდომას "ნაციონალური მოძრაობა", "ქართული ოცნება" და "ლელო" ესწრება, "საქართველოსთვის" კი ბოიკოტს აცხადებს.
ამავე თემაზე: