მერი კალაძის თქმით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აღმართული რკინის ჯვრის კონსტრუქცია "ჯერჯერობით იქნება". როგორც კალაძე ამბობს, ამ ადგილას, საპატრიარქოსთან შეთანხმებით, "გარკვეული პროექტი" განხორციელდება ამ
ჯვრის კონსტრუქცია არ მოიხსნება - ამბობს კალაძე და ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად გამართლებულია სეკულარულ სახელმწიფოში ასეთი ქმედება, კალაძე პასუხობს:
"რა თქმა უნდა გამართლებულად მიმაჩნია. ველოდებით საპატრიარქოსთან ერთად გარკვეული პროექტი იქნას განხორციელებული ამ მიმართულებით. 9 აპრილის დაღუპულების უკვდავსაყოფად და ზოგადად, ბევრი მძიმე დღეები ახსოვს ამ სივრცეს" ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ კონსტრუქცია მოძალადე ჰომოფობიურმა დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ, 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისა და ჟურნალისტების ცემის შემდეგ აღმართეს.