“არჩეულმა მერმა" უნდა იცოდეს, რომ მშვიდად ვერ დაჯდება კაბინეტში... ხვალ, 11:00 საათზე, ვიკრიბებით ზუგდიდში, ენმ-ის ოფისთან" | ანი წითლიძე 

გამოქვეყნდა:

"ხვალ 11:00 საათზე ვიკრიბებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ზუგდიდში და შემდეგ 11:30-ზე გადავინაცვლებთ გამგეობასთან" - წერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანი წითლიძე სოციალურ ქსელში. 

წითლიძე ამბობს, რომ ზუგდიდში პოლარიზებული საკრებულო თავმჯდომარეს ვერ ირჩევს. მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისი " დამარცხებული ოცნების" შექმნილია და ეს თითოეული ზუგდიდელის ცხოვრებასა და ყოველდღიურობაზე აისახება. 

მისივე თქმით, ზუგდიდში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო, "არჩეული მერი" საკუთარ კაბინეტში მშვიდად ვერ იჯდება. 

"ზუგდიდის საკრებულო თავმჯდომარეს ვერ ირჩევს რაც ნიშნავს პარალიზებულ საკრებულოს. პარალიზებული საკრებულო კი ნიშნავს იმას, რომ ვერც ზუგდიდის მერი ვერ ახორციელებს სრულყოფილად უფლებამოსილებას.

რომ გავიგოთ რატომ მოხდა ასე:

  • პირველი ტურის შედეგებით ნაციონალურ მოძრაობას ჰყავდა 23 დეპუტატი - ანუ სრული უმრავლესობა.
  • ქართულ ოცნებას 19.
  • გახარიას - 3.

დამარცხებულმა ქართულმა ოცნებამ თადარიგი დაიჭირა და მირანდა მესხის წყალობით ერთ გამარჯვებულ ოლქში მანდატი წაგვართვა. ქართულმა ოცნებამ იცოდა რომ ეს წართმეული მანდატი მას არ ჰყოფნიდა უმრვალესობისთვის მაგრამ ჩვენ გვაკარგვინებდა უმრავლესობას.

საბოლოოდ მივიღეთ ის რომ ჩვენ ერთი მანდატი გვაკლია სრული უმრავლესობისთვის ანუ თავმჯდომარის ასარჩევად. "ქართულ ოცნებას -3

ეს პოლიტიკური კრიზისი საკრებულოში აისახება თითოეული ზუგდიდელის ცხოვრებაზე და ყოველდღიურობაზე.

ამ კრიზისის შემქმნელი არის ქართული ოცნება რომელმაც გამარჯვებულ ოლქში საოლქოს წყალობით მანდატი წაართვა ზუგდიდელებს.

ამიტომ “არჩეულმა მერმა” უნდა იცოდეს რომ ის მშვიდად ვერ დაჯდება კაბინეტში.

ხვალ 11:00 სთზე ვიკრიბებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ზუგდიდში და შემდეგ 11:30 გადავინაცვლებთ ზუგდიდის გამგეობასთან.

გელოდებით ყველას!",- წერს ანი წითლიძე Facebook-ზე.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი