კომპანია Pfizer და BioNtech აცხადებენ, რომ კვლევების თანახმად, Pfizer-ის ვაქცინის ბუსტერ დოზა კორონავირუსის ახალ შტამს, ომიკრონს ანეიტრალებს.
კვლევის თანახმად, Pfizer-ის ვაქცინის ბუსტერის დოზით აცრის შემდეგ ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობა თითქმის 25-ჯერ იზრდება, რაც იგივე შედეგს იძლევა, როგორსაც ვაქცინის 2 დოზა, ვირუსის თავდაპირველი ან სხვა ვარიანტების წინააღმდეგ.
კომპანია აცხადებს, რომ ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინა 2022 წლის მარტში იქნება მზად. კომპანიაში ამბობენ, რომ Pfizer-ის ვაქცინა ომიკრონით ინფიცირებულ ადამიანს დაავადების გართულებებისგან იცავს, თუმცა მათი თქმით, წინასწარი მონაცემებით, ომიკრონისგან მაქსიმალური დაცვა Pfizer-ის მესამე დოზის მიღებით შეიძლება.
იხილეთ ასევე: