"საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ნიკო" | სვეტიცხოვლის ეზოში ნიკო კვარაცხელიას სახელზე ზეთისხილის ხე დაირგო

გამოქვეყნდა:

პლატფორმა Feedc-ის ინფორმაციით, სვეტიცხოვლის ეზოში მოკლული ნიკა კვარაცხელიას სახელზე ზეთისხილის ხე დაირგო. 

​"დღეს, სვეტიცხოვლის ეზოში, ნიკოს სახელზე დაირგო ზეთისხილის ხე. ეს არის ემბლემატური ხე მართლმადიდებლური მრწამსის ადამიანთათვის. ის იმდენად სიცოცხლისუნარიანია, რომ საუკუნეებს უძლებს. ამდენად, საუკუნოდ იქნება ხსენება ჩვენი ნიკოსი...

მსგავსი პატივი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია და უდიდესი დაფასებაა, რა თქმა უნდა. აღსანიშნავია თითოეული ადამიანის წვლილი ნიკოს სახელის უკვდავყოფაში. განსაკუთრებით, - იმ კეთილი და ბრძენი კაცისა, რომელმაც უშუალოდ გასცა კურთხევა. მართალია, ეს არ გაკეთებულა მადლობისთვის, მაგრამ ნიკო აუცილებლად ეტყოდა მადლობას მათ, რადგან ასეთი იყო მისი ბუნება, ასე აღზარდეს მშობლებმა...

საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, ნიკო!.."-  ნათქვამია პლატფორმა Feedc-ის გავრცლებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია თბილისში, 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიას კლინიკაში გარდაიცვალა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი