გადადგომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, ეკატერინე ტიკარაძე პირველ, მოკლე კომენტარს "მთავარ არხთან" აკეთებს.
ტიკარაძეს არ უთქვამს, შეათანხმა თუ არა წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან, ან პრემიერთან და იმ გუნდთან, რომელთან ერთადაც ის მუშაობდა.
ტიკარაძემ არ თქვა იყო თუ არა დაპირისპირება მასსა და პრემიერს შორის.
"ბრიფინგს მოუსმინეთ და იქ არის გაცემული პასუხი", - ამბობს ტიკარაძე.
ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე გადადგომის მიუხედავად პარტიაში რჩება და მუშაობას პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.