თქვენი ბელადისგან განსხვავებით, რომელიც საბიუჯეტო თანხებით აწყობდა ღრეობებს, ჩვენ სამუშაო შეხვედრას ვაფინანსებთ პარტიული თანხებით - მდინარაძე 

გამოქვეყნდა:

მამუკა მდინარაძის მტკიცებით, წინანდალში, პარტიის შეკრება პარტიის ბიუჯეტიდან ფინანსდება და ის სამუშაო ფორმატისაა.

"თქვენი ბელადისგან განსხვავებით, რომელიც საბიუჯეტო თანხებით სამუშაო შეხვედრებს, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ამას კი არ აწყობდა, არამედ აწყობდა ღრეობებს, ბოტოქსებს და ლიპოსაქციებს იკეთებდა, მისი და უგულავას გახდომაზე ფიქრობდა და რომელ ქვეყანაში როგორ ეგულავა, ამისგან განსხვავებით, ჩვენ ამ სამუშაო შეხვედრას, ვაფინანსებთ პარტიული თანხებით",-თქვა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ლიდერები წინანდალში იკრიბებიან. კახეთში, ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ და ძვირადღირებულ სასტუმროში იმყოფებიან ამ დროისათვის უმრავლესობის ლიდერები, მინისტრები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა ქალაქის მერები. იქ იმყოფება ღარიბაშვილიც. უცნობია ესწრება თუ არა შეკრებას ეკატერინე ტიკარაძე.

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი