კოვიდმა 12 000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე შეიწირა. ამ ფონზე მმართველმა გუნდა 450 კაციანი სუფრა გაშალა 153 000 ლარად ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში, აღმოსავლეთ საქართველოში.
რა მენიუ შეუკვეთა მთავრობის მეთაურმა ეს ჩვენთვის უცნობია, მაგრამ, ალბათ რთული გამოსაცნობი არ იქნება - რა კერძები შევა თითო პერსონაზე 340 ლარიან მენიუში.
ბუქინგზე განთავსებული ინფორმაციით, სასტუმროში ნომრის საშუალო ღირებულება საუზმით 584 ლარიდან 786 ლარამდე მერყეობს. 450 პერსონაზე კი, მხოლოდ ნომრებისთვის პარტიამ 300 ათას ლარამდე დახარჯა. ჩვენი ინფორმაციით, ამ თანხაში არ შედის სადილი. 153 ათასი ლარი მდიდრული სუფრისთვის პარტიამ ცალკე გადაიხადა.
როგორც ჩანს, მმართველი გუნდი ვიქენდს რედისონ ქოლექშენში დიდი ხანია გეგმავს. "შაბათის მთავარი" ექსპერიმენტის ფარგლებში სასტუმროს ნომრის დასაჯავშნად დაუკავშირდა, აღმოჩნდა, რომ 11 დეკემბრისთვის ყველა ნომერი უკვე დაკავებული იყო და დღეს ვიზიტორები ვერც სასტუმროს მუზეუმის დათვალიერებას შეძლებდნენ.