ომბუდსმენი მერაბიშვილს და ოქრუაშვილს შეხვდა - ლომჯარია კონფიდენციალურ ვიზიტზე ინფორმაციის გასაჯაროებას წულუკიანის მხრიდან დაწყებული „ბრძოლის გაგრძელებას“ უკავშირებს

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანის მიერ სახალხო დამცველისთვის გამოცხადებული ომი ახალ ფაზაში გადავიდა. დღეს იუსტიცის სამინისტრომ გათქვა ინფორმაცია, ციხეში ნინო ლომჯარიას კონფიდენციალური შეხვედრების შესახებ.

სახალხო დამცველი დღეს მატროსოვის საპყრობილეში ვანო მერაბიშვილს და ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა, თუმცა ეს აუდიენცია კონფიდენციალური იყო.

ციხის ადმინისტრაციამ კი, რომელსაც თეა წულუკიანი აკონტროლებს, ინფორმაცია ჯერ სამთავრობო მედიას მიწაოდა და ხელისუფლების კონტროლირებადი ტელევიზიების კამერები ლომჯარიას ციხესთან დაახვედრა, შემდეგ კი პრესრელიზი გაავრცელა, სადაც დეტალურად აღწერა, ვის შეხვდა ლომჯარია.

ომბუდსმენი კონფიდენციალური ვიზიტის გასაჯაროების შემდეგ სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობს.

"იუსტიციის მინისტრმა დაარღვია კანონი, ჩაიდინა დანაშაული და მისი უწყების ოფიციალურ ვებ გვერდზე გაასაჯაროვა დეტალები ჩემი შეხვედრის. მიმაჩნია, რომ ეს არის სახალხო დამცველი საქმიანობაში ჩარევა, ეს არის დანაშაული... ვფიქრობ, რომ აუცილებლად არის გამოძიება დასაწყები" - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი