პეტიცია, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან დაკავშირებით თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნაზე - ადრესატი პარლამენტია. ჯგუფის შექმნის მიზანი აქტუალური საკითხების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაა.
პეტიციის ავტორები წერენ, რომ კულტურის სამინისტროსა და მუზეუმთა გაერთიანების არათანმიმდევრული, უკანონო მოქმედებების შედეგად, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობა და იქ დაცული კოლექციები საფრთხეშია!
"გაურკვეველია რა პრინციპით და ვისი მონაწილეობით მიმდინარეობს ისტორიული შენობის რეაბილიტაციის პროექტირება და დაწყებულია თუ არა ეს პროცესი.
საზოგადოებამ არ იცის რა ბედი ელის ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს მუზეუმს, მის ისტორიულ შენობას და იქ დაცულ უნიკალურ კოლექციებს!
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის ფონზე, წინამდებარე პეტიციის ხელის მომწერები მივმართავთ საართველოს პარლამენტს და მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტმა სათანადო ყურადღება მიაქციოს შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ირგვლივ მიდინარე პროცესებს. კერძოდ, გამოიყენოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის უფლებამოსილება და საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესწავლის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შექმნას თემატური მოკლვევის ჯგუფი", - წერენ პეტიციის ავტორები.
საინიციტივო ჯგუფს სურს, რომ თემატრუმა ჯგუფმა მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესს მონიტორინგი გაუწიოს.