"ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შანტაჟის მსხვერპლი ვიყავი, იყო ზარები, დაშინებები... უნდა მეღიარებინა ის, რაც არ ჩამიდენია... " - ამის შესახებ გორის ჰოსპიტლის ყოფილი ექიმი ეკა წკრიალაშვილი "მთავარ არხთან" საუბრობს.
საავადმყოფოს ყოფილი ექიმი კლინიკაში არსებულ კრიმინალურ სქემებს ამხელს. როგორც ირკვევა, ამ სქემაში ჩართული პირი დღემდე საავადმყოფოში მუშაობს და პაციენტების სიცოცხლე დღემდე მათ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.
ბიუჯეტი ფლანგვა, მედიკამენტებით უკანონო ვაჭრობა და კიდევ სხვა უამრავი ფაქტი წლებია ცნობილია თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციისთვის. თუმცა გამოძების ნაცვლად, მედპერსონალს აიძულებდნენ ხელი დაედოთ წინა ხელისუფლებისდროინდელი ხელმძღვანელობისთვის.
შანტაჟის მსხვერპლიც ვიყავი, იყო ზარები, დაშინებები ათასი დაბარება, გამოკითხვები. ეს იყო საგამოძიებო სისტემის მიმართ იყო ასეთი რამ რომ მე უნდა მეღიარებინა ის რაც არ ჩამიდენია, დამებრალებინა სხვისთვის დავუშვათ, რომ ხელი დამედო, არ უნდა დამეფარებინა ხელი თუ რაღაც. ეს იყო წარმოუდგენელი. იმიტომ რომ ასეთი რამე არ ხდებოდა, ნამდვილად არ ხდებოდა საიდან იყო ეს გადახარჯვა, მე არ ვიცი. ხელისუფლების შეცვლის შემდგომ იყო ეს ყველაფერი...
იყო საუბარი, მან დამიბარა მე კაბინეტში და მითხრა, რომ მე ეს უნდა გამეკეთებინა. ვინც იყო მაშინ პასუხისმგებელი პირი, დამებრალებინა, რომ ვითომ მე ვიცოდი, რომ ამ ყველაფერს აკეთებდნენ ისინი. მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო სიმართლე და ამ უარის შემდეგ დაიწყო ჩემზე ძლიერი ზეწოლა, რადგან მე ტყუილი არ ვთქვი და ჩემი პოზიცია და სიმართლე დავიცავი. დღემდე რამდენიმე პიროვნება არის იქ მუშაობს და უძღვება თავის საქმეს, - ამბობს გორის სამხედრო ჰოსპიტლის ყოფილი მედდა ეკა წკრიალაშვილი.
იხილეთ ასევე: