გადაწყვეტილი მაქვს, რომ შევხვდები საქართველოს მესამე პრეზიდენტს - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნდა:

"გადაწყვეტილი მაქვს, რომ შევხვდები საქართველოს მესამე პრეზიდენტს და დღეს ოფიციალურად მივმართავ შესაბამის უწყებებს, მომცენ შესაძლებლობა ბატონ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის" - გიორგი მარგველაშვილი მესამე პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს. ამის შესახებ პირველი განცხადება მან "მთავარ არხთან" გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ხელს არ შეუშლიან და ამასთან დაკავშირებით, "კომიკურ" მიზეზს არ მოიფიქრებენ.

მეოთხე პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ფაქტი და აღნიშნა, რომ საუბარი იყო პროცესზე, რომელიც თავად ზურაბიშვილის ინიციატივით დაიწყო, მარგველაშვილის შეფასებით, შეთანხმებასთან დაკავშირებით, მოქმედი პრეზიდენტის პოზიცია დროული და ადეკვატურია. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი