"ომიკრონი არ იწვევს მეტ სიკვდილიანობას... პანიკის საფუძველი არ არსებობს" - ცერცვაძე

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი, ომიკრონი უფრო მძიმე დაავადებასა და მეტ სიკვდილიანობას არ იწვევს, ამიტომ, მისი თქმით, ჯერჯერობით ამ მიმართულებით "პანიკის საფუძველი არ არსებობს".

ეს შტამი არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და უფრო მეტ სიკვდილობას, შესაბამისად პანიკის საფუძველი ამ მიმართულებით ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა თუ შემთხვევების რაოდენობა ძალიან ბევრი იქნება, ის კიდეც რომ არ იწვევდეს გაზრდილ სიკვდილობას და მძიმე დაავადებებს, მაინც ბევრი ავადმყოფის ყოლის გამო, კლინიკურ სექტორს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა დაეკისრება, - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, დღეს, 20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი, ომიკრონის 2 შემთხვევა დადასტურდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი