"ვიწყებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება" - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"ვიწყებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას"- ამის შესახებ რუსთაველის გამზრიზე მიმდინარე აქციაზე ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ისაუბრა.

ამბობს, რომ შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 

შიმშილობას ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები კახეთის გზატკეცილზე, ენმ-ის ოფისის მიმდებარედ დაიწყებენ. ისინი ამ ადგილას აქციიდან გადაინაცვლებენ.

"რაც უფრო მასობრივი იქნება , რაც უფრო მაღალი იქნება კონსოლიდაცია, შედეგი იქნება უფრო მალე პოზიტიური. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას" - ამბობს ნიკა მელია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი