გორის საკრებულოში სხდომა იწყება, სადაც 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცონ. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარს არ დაუჭერს. ,,ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ბიუჯეტი ისევ ,,ქართული ოცნების" აქტივისტების და მაღალჩინოსნების პირად კომფორტზეა მორგებული. იზრდება ხელფასები, მაგალითად გორის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე თითქმის 100%-ით გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ხელფასი 5 500 ლარამდე იზრდება.