გორის მერის ხელფასი 5 500 ლარი იქნება - საკრებულომ ჩინოვნიკებს ანაზღაურება გაუზარდა

გამოქვეყნდა:

გორის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ხელფასი 5 500 ლარი ექნება. "ოცნების" საკრებულომ ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა და ანაზღაურება თითქმის 100%-ით გაუზარდა საკრებულოს თავმჯდომარესა და სხვა მაღალჩინოსნებსაც.

გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 54 მილიონი ლარი იქნება. ჩინოვნიკების ხელფასების გარდა, იზრდება აიპების დაფინანსებაც.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა და არ დასწრებია ენმ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახალი  ბიუჯეტი მთლიანად ადგილობრივი მაღალჩინოსნებისა და პარტაქტივის ინტერესებსაა მორგებული და არაა გათვალისწინებული მოსახლეობის პრობლემები და ინტერესები. 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი