მიხეილ სააკაშვილი ჩემთვის არის ხაზგასმით, პუტინის პატიმარი - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნდა:

ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი - განცხადება ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც ის მიხეილ სააკაშვილს შეხვდა:

ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ ჩვენ , საქართველოში პუტინთან დაპირისპირებაში გამორჩეული პოლიტიკოსი, რამდენიც არ უნდა გვქონდეს დაპირისპირებები წარსულში, პუტინის უმთავრეს ინტერესშია, რომ ეს ადამიანი იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი, ეს არის ჩემი პირადი შეფასება " განაცხადა სამსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა.  

მეოთხე პრეზიდენტმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით თქვა, რომ პირველ რიგში საუბარი ეხებოდა ურთულეს გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რომელიც ახლა საქართველოს წინაშე დგას და ამ პროცესში მნიშვნელოვანია ქვეყნის მთავარსარდლების პოზიცია:

"ჩვენ გვქონდა უაღრესად პროდუქტიული შეხვედრა და არის რამდენიმე საკითხი, რომელიც მინდა გავუზიარო ქართულ საზოგადოებას და ეს საკითხებია შემდეგი: პირველ რიგში შეხვედრის ძირითადი ნაწილი ვსაუბრობდით უსაფრთხოების იმ გარემოზე, რაც საქართველოს წინაშეა ამ დღეებში. დეტალურად გავუზიარეთ ერთმანეთს და მიმოვიხილეთ საქართველოს ირგვლივ შექმნილი გეოპოლიტიკურ მდგომარეობა, რომლის მთავარი აქტორი არის რუსეთი.

რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილისთვის და ჩვენთვის ყველასთვის ახლობელ უკრაინას, ავტომატურად სარკისებურად აისახება საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე. ამ ნაწილთან დაკავშირებით ვსაუბრობდით იმის თაობაზე რომ ჩვენი ვალია, როგორც ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტების და ყოფილი მთავარსარდლების, გავიზიაროთ ეს ღრმა შეშფოთება და ქალბატონ სალომესთან ერთად, ვიღვაწოთ იმ მიმართულებით, რომ რაღაც მომენტში მთელ ამ დაპირისპირებას რაც ჩვენს შორის არსებობს მძიმე გამოწვევა დაუდგეს წინ, სადაც ჩვენ ყველას უნდა გვქონდეს საფუძველი გაერთიანებისა." აცხადებს მარგველაშვილი

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი