ბიუროს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტს 29-30 დეკემბერს დაჩქარებული წესით განიხილავენ

გამოქვეყნდა:

კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. გადაწყვეტილება ამის შესახებ ბიურომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

საკანონმდებლო პაკეტი 29-30 დეკემბრის რიგგარეშე სხდომებზე გავა.

დაჩქარებული წესით განიხილავენ ასევე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონსა და “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს.

ინსპექტორის სამსახურის კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ოპოზიცია აპროტესტებს. მათ დღეს საკანონმდებლო ორგანოში საგანგებო ბრიფინგიც გამართეს და პროცესს საგანგაშო უწოდეს.

იგივე შეფასება აქვს არასამთავრობო სექტორს და თავად ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელობასაც.

ცოტა ხანში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს სახალხო დამცველი. 

ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ოფისი და გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა უკან გამოიხმოს ინიციატივა.

ამ წუთებში ლონდა თოლორაიას ხვდება აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი.

ამავე თემაზე:

დისციპლინური სახდელები მოსამართლეების წინააღმდეგ - მორიგი სადამსჯელო კანონპროექტი "ოცნების" 6 დეპუტატისგან
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი