გორის ჰოსპიტალის ექიმი: ფსიქორეაბილიტაცია სააკაშვილის შემთხვევაში საქართველოში შეუძლებელია, თუ ის არ იქნება თავისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

ფსიქორეაბილიტაცია პეტეესდეს შემთხვევაში საქართველოში შესაძლებელია, მაგრამ სააკაშვილის შემთხვევაში საქართველოში შეუძლებელია, თუ ის არ იქნება თავისუფლებაზე.

თუ საქართველოში შეუძლებელი იქნება მისი თავისუფლების პიროებებში რეაბილიტაცია, რეკომენდირებულია მისი საზღვარგარეთ გაყვანა და მისი სრულფასოვანი ფსიქორეაბლიტაცია. ვეთანხმები - ნინო გოგორიშვილი" ეს ამონაწერი მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდგ წაიკითხა.

მან მიხეილ სააკაშვილის მკურანლი ექიმის, ნინო გოგორიშვილის გამოკითხვის ოქმი გაასაჯაროვა, სადაც დეტალურადაა აღწერილი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაწერის, ასევე იმ ინციდენტის შესახებ, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მცდელობას მოჰყვა.

ნიკა გვარამიას განცხადებით, პეტეესდეს, ანუ წამების შემდგომი სტრესული მდგომარეობის აღნიშვნა და რეაბილიტაციის საჭიროება საზღვარგარეთ, ჰოსპიტალის ექიმის მხრიდან მნიშვნელოვანია:

ეს უკვე არის დადასტურებული პირველწყაროდან, უშუალოდ მკურნალი ექიმის მიერ, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს, წამების და არაადეკვატური მკურნალობის ფაქტი, არის დადასტურებული, ამას გადავცემთ სახელმწიფო ინსპექტორს, ამას გადავცემთ სახალხო დამცველს - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი