ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა. მანამდე საგანგებო მდგომარეობა მხოლოდ დედაქალაქში მოქმედებდა.
ყაზახეთში მასობრივი პროტესტი გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტებმა ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი ჩამოაგდეს, ასევე დაიკავეს აეროპორტი. მანამდე, დემონსტრანტებმა ქალაქ ალმათში ადმინისტრაციულ შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
მასშტაბური აქციები ქვეყანაში 2 იანვარს გაზის ფასის გაძვირების გამო დაიწყო. თავდაპირველად აქცია მანგისტაუს რეგიონში დაიწყო, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებიც მოიცვა. სოციალურ ფონზე დაწყებული პროტესტი მალევე პოლიტიკურში გადაიზარდა, მოქალაქეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა დღეს, 5 იანვარს გადადგა, ყოფილი პრეზიდენტი ნაზარბაევი კი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს.