კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია (ОДКБ) ყაზახეთში ჯარს გააგზავნის - ნიკოლ ფაშინიანი

გამოქვეყნდა:

ОДКБ, ანუ, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია, ყაზახეთის რესპუბლიკაში "ვითარების სტაბილიზაციის მიზნით" ჯარებს გაგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერმინისტრი, კოლექტიური უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებს. 

"ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ტოკაევის მიმართვასთან დაკავშირებით,და ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის საფრთხის გათვალისწინებით, რომელიც გამოწვეულია, მათ შორის, გარე ძალების ჩარევით, ОДКБ-ს კოლექტიური უშიშროების საბჭომ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გაიგზავნება შეზღუდული ვადით, ამ ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზების მიზნით“, - ნათქვამია ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა. მან ახალი მიმართვა გააკეთა, რომ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და ОДКБ-ს  სამხედრო დახმარება სთხოვა. 

აღსანიშნავია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი. ორგანიზაცია 1999 წელს დატოვა საქართველომ, ასევე აზერბაიჯანმა და უზბეკეთმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი