სანამ გამოძიება არ გამოაქვეყნებდა დასკვნას, უფლება არ მქონდა ინფორმაცია მიმეცა დამკვეთისთვის, ანუ ტელეკომპანიისთვის - გეჯაძის განმარტება 

გამოქვეყნდა:

დამკვეთი იყო გამოძიება, შესაბამისად, სანამ გამოძიება არ გაამზეურებდა, არ გამოაქვეყნებდა ამ ინფორმაციას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე უფლება არ მქონდა რაიმე ინფორმაცია მიმეცა ჩემი დამკვეთისთვის, ანუ ტელეკომპანიისთვის - ასე განმარტავს სამედიცინო ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე შეკითხვას, რატომ არ მიაწოდა ინფორმაცია ტვ პირველს, რომელიც მისი დამკვეთი იყო ლექსო ლაშქარავას საქმის გამოძიებაში.

გეჯაძე ამბობს, რომ ამით კანონს დაარღვევდა. 

მან პირველი ვრცელი განმარტება სამხარაულის ექპერტიზის პასუხის გამოქვეყნების შემდეგ, დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

ირკვევა, რომ დასკვნას ხელი 30 დეკემბერს მოაწერა. დამოუკიდებელი ექსპერტი ადასტურებს იმას, რასაც შსს- ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი გახდა:

"გარეგანი დათვალიერების დროს, მივაქციეთ ყურადღება საზარდულის მიდამოებს როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ და მარცხნივ ნანახი იქნა მკაფიოდ გამოხატული პოსტინექციური, ძველი, ხანდაზმული ნაწიბური...

ნაწიბურის ლოკაციაში მარცხნივ, იყო ნაჩხვლეტი ჭრილობა, რომელიც ვიდეოზეც არის გადაღებული და ფოტოილუსტრაციაც არის ამაზე.

ასევე მარჯვნივ ნანახი იქნა საზარდულის ლოკაციაში სისხლჩაქცევა. ეს ორივე კანის პრეპარატი გამოკვლეულ იქნა ქიმიური, ტოქსიკოლოგიური მეთოდით სამხარაულის საექსპერტო დაწესებულების ექსპერტების მიერ და მათ დადეს დასკვნა, რომ ხანდაზმულობა ერთ შემთხვევაში იყო 1 საათის დროის ინტერვალის, მიღებიდან და მეორე იყო 4 საათის დროის ინტერვალი დაახლოებით.

მოვაწერე ხელი უკვე 30 რიცხვში საბოლოოდ ამ დასკვნას." განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

დასკვნა ხელისუფლებამ გუშინ, მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც UNESCOM ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი