ქალაქ ბათუმში გაზის მძაფრი სუნი დგას, ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და წერენ, რომ მძაფრი სუნის გამო თავის ტკივილები აწუხებთ:
"ბათუმში, მთელს ქალაქში, საშინელი გაზის სუნია. ზოგს გული ერევა და ზოგს თავი აუფეთქდა ტკივილისგან.
ბათუმის მერია - რაიმე განცხადება მაინც გააკეთეთ, რა ხდება!",- წერს "ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სოკარ ჯორჯიაში განაცხადეს, რომ ქალაქში არსებულ სუნთან დაკავშირებით კომპანიის ცხელ ხაზზე არაერთი გამოძახება დაფიქსირდა, თუმცა გაზის გაჟონვა არსად დადასტურდა.
მათივე ცნობით, მოგვიანებით კომპანიაში გაარკვიეს, რომ ზღვაში გემიდან სითხე ჩაიღვარა, რამაც გამოიწვია სავარაუდოდ სუნის გავრცელება.