მუხროვანში, 38 წლის კაცის ცხედარი ხეზე მიბმული ნახეს, მას მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. ადგილობრივებმა ცხედარი გამთენიისას ტყესთან ნახეს.

სოფლის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ კაცი, სავარაუდოდ, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არაა, რადგან ის პირველად ნახეს. მათი თქმით, კაცს ვენები ჰქონდა გადაჭრილი, თუმცა სისხლის კვალი ადგილზე არ იყო, ის ხეზე ქუდით იყო მიბმული.

ცხედარი პოლიციამ ექსპერტიზაზე გადაასვენა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი