ბლოკპოსტები ნურ-სულთანსა და ალმათიში - რუსი "სამშვიდობოები" ჩხრეკენ სახლებს და ავტომობილებს

გამოქვეყნდა:

ისევ დაძაბული რჩება ვითარება ყაზახეთში. რვა დღიანი საპროტესტო მოძრაობა რეჟიმის წინააღმდეგ ისევ გრძელდება,თუმცა გასული ღამე ბოლო ერთ კვირაში ყველაზე მშვიდი იყო. ეტაპობრივად აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ხდება ქალაქების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამ დროისთვის დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის დაკავებულია 5000-ზე მეტი მოქალაქე. ყველა მათგანს ბრალს ხელისუფლება ტერორიზმში მონაწილეობაში სდებს. ყაზახეთის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ოდეკაბეს ე.წ. სამშვიდობოები ,რომლებიც ქალაქების შესასვლელებს აკონტროლებენ

პარალელურად, ნურ-სულთანსა და ალმათიში ბლოკპოსტები გაჩნდა, სადაც ოდეკაბეს ე.წ. რუსი სამშვიდობოები აკონტროლებენ ქალაქის შესასვლელებს და თითოეულ ავტომობილს ჩხრეკენ. ასევე რუსმა ე.წ. სამშვიდობოებმა დღეს დილიდან დაიწყეს მოქალაქეების ბინების გაჩხრეკა და აპატიმრებენ ყველას, ვინც დემონსტრაციებში მონაწილეობდა ან მათი მოსაზრებით საეჭვოა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით ამ დროისთვის ტერორიზმის, სახელმწიფო გადატრიალებისა და სახელმწიფო ქონების განზრახ დაზიანების ბრალდებით 5135 ადამიანია დაკავებული და აღძრულია 125 -ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე.

ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს პირველად სატელევიზო ეთერით გამოეხმაურა ყაზახეთის ექს-პრემიერი აკეჟან კაჟეგელდინი, რომლის თქმითაც ქვეყნას მართავს ნაზარბაევის ოჯახის დიდი კლანი, რომელთაგან ყველას უნდა ძალაუფლების მოპოვება და მოქმედი პრეზიდენტი თოყაევი მხოლოდ და მხოლოდ ამ ოჯახის ბრძანებებს ასრულებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა თავად პრეზიდენტი გახდეს მსხვერპლი.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი