ათიათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით, ევროპაში პრაქტიკული მაგალითები დავამუშავეთ - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

ერთ-ერთი მთავარი პროექტი წელს გვექნება სამუშაო ადგილების საკითხი. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის შემცირება და სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიზნით ჩემი ინიციატივით უკვე დავიწყეთ მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე. ბატონი ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით ჯგუფი იყო წასული ევროპაში, რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკული მაგალითები დაამუშავეს და ჩვენ უკვე ვიწყებთ იანვრიდან ამ პროექტს. ჩვენ შევქმნით ათიათასობით სამუშაო ადგილს. ჩვენ უნდა შევცვალოთ არსებული სოციალური პოლიტიკა და მოსახლეობას უნდა შევუქმნათ სამუშაო ადგილები, შევამციროთ სიღარიბე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი ამ წელს.

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი