
კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას თქმით, კომპანიის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა ომიკრონის წინააღმდეგ საკმარისი არ არის. როგორც მან აღნიშნა, ინფექციისგან მაქსიმალურად თავის დასაცავად ბუსტერ დოზაა საჭირო.
"ვაქცინის მესამე დოზა საკმაოდ კარგ დაცვას იძლევა სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციისგან",-თქვა ალბერტ ბურლამ.
გაერთიანებული სამეფოში ჩატარებული კვლევების თანახმად, ორი დოზით აცრა, ჰოსპიტალიზაციისგან თავის ასარიდებლად 52%-ით ეფექტურია, ომიკრონის ინფექციის თავიდან ასაცილებლად კი მხოლოდ 10%-ით. თუმცა ამავე კვლევის მიხედვით, ბუსტერ დოზა ეფექტურობას 88%-მდე ზრდის.
Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე თქვა, რომ კომპანია ომიკრონის ვარიანტის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს და ის მარტში მზად იქნება.