
Ye, იგივე ქანიე ვესტი რუსეთში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას, კონცერტის ჩატარებასა და ბიზნესსაქმიანობის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა Billboard-ს მისი წარმომადგენელი ამირ სუდანი ესაუბრა.
ამბობს, რომ Ye რუსეთში გაზაფხულზე ან ზაფხულში ჩავა, თუმცა, შესაძლოა გეგმა შეიცვალოს. აქვე, სუდანი ამბობს, რომ მომღერლისთვის რუსეთი "მეორე სახლი გახდება და ის იქ დიდ დროს გაატარებს".