რუსეთმა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო წვრთნები დაიწყო

გამოქვეყნდა:

რუსეთმა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო წვრთნები დაიწყო.  წვრთნები ვორონეჟის, ბელგოროდის, ბრიანსკის და სმოლენსკის ოლქებში მიმდინარეობს. მასში 3 000-მდე ჯარისკაცი და 300-მდე სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების დროს აქცენტი საკონტროლო სროლებზე, სამხედრო მსვლელობის ორგანიზებაზე და საყრდენი პუნქტების აღჭურვაზე გაკეთდება.

წვრთნები რუსეთმა ბრიუსელში მიმდინარე მოლაპარაკებებს დაამთხვია. მოსკოვი დასავლეთისგან ნატო-ს არგაფართოების გარანტიებს ითხოვს, ვაშინგტონი კი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, მოსკოვს მძიმე სანქციებით ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი