ნიგერიაში ეკლესია ჩამოინგრა | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

სამხრეთ ნიგერიაში, ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა. მათგან 2 ბავშვია, - ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა საღამოს, წირვის დროს მოხდა. 18 დაშავებულიდან 11-ს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. 

აღსანიშნავია, რომ ნიგერიაში შენობების ნგრევა ხშირია, მიზეზად სამშენებლო სტანდარტების უგულებელყოფა სახელდება. 2005 წლიდან დღემდე, ქვეყნის უდიდეს ქალაქში, ლაგოსში, 152 შენობა დაინგრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი