COVID 19 „თეგეტა მოტორსში" – კომპანიის თანამშრომლები სწრაფი ტესტის პასუხებს ელოდებიან

გამოქვეყნდა:

„თეგეტა მოტორსის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. დღეს მისი კოლეგების სწრაფი ტესტის პასუხებს ელოდებიან.

ინფიცირებული  უკვე ერთი კვირაა, რაც თვითიზოლაციაში იმყოფება. ახალგაზრდა ქალს კონტაქტი ჰქონდა ე.წ. საბურთალოს კლასტერთან, თუმცა კომპანიის მომხმარებლებთან შეხება არ ჰქონია.

კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ის საოფისე საქმიანობას ასრულებდა და ცენტრალურ ოფისში მუშაობდა.

თანამშრომელი, რომელსაც კოვიდ 19 დაუდასტურდა, საოფისე საქმიანობას ეწეოდა, ცენტრალურ ოფისში მუშაობდა. მას მომხმარებელთან არანაირი შეხება არ ჰქონდა და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამსახურში არ იყო, რადგან როგორც ამბობენ, ის „საბურთალოს კლასტერიდან“ იყო, – ამბობს „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე გურული.

ამ დრომდე იკვლევენ ინფიცირებულის ახლო კონტაქტებს სამსახურში. თანამშრომელთა ნაწილი უკვე თვითოზოლაციაშია გადაყვანილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი