"კრიტიკული დამოკიდებულებები მქონდა" - ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ 3 თანამშრომელი გაათავისუფლეს. მათ შორის არიან ნანა ბურჭულაძე და ნინო ხუნდაძე. 

ნინო ხუნდაძე ერთადერთ მიზეზზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს შეიძლება მუზეუმის გარშემო განვითარებული მოვლენების მიმართ მის კრიტიკული დამოკიდებულებას უკავშირდებოდეს. ის ფერწერისა და ქანდაკების ფონდების კურატორი იყო და სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით გაუშვეს.

"მე ვარ ადამიანი, მართლაც გულით შეყვარებული ამ საქმეზე და არასდროს სამუზეუმო საქმისთვის მე ხელი არ შემიშლია, როგორც წინა დროში, ასევე, ახლანდელ დროში. ამას ვერავინ ვერ უარყოფს. მე გარკვეული რაღაც კრიტიკული დამოკიდებულებები მქონდა, პეტიციებზე ხელი მქონდა მოწრილი, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბუნდოვანება ყოფილიყო სამუზეუმო პროცესებთან მიმართებაში დღეს. როგორც ჩანს, ამან გამოიწვია უკმაყოფილება", - ამბობს ნინო ხუნდაძე. 

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც მიმდინარე პროცესიდან "გვერდით გაწიეს" ცუდი მუზეუმისთვის არაფერი გაუკეთებიათ.

ხელოვნების მუზეუმიდან ოფიციალურად უკვე 4 ადამიანია გათავისუფლებული. ისინი არ გამორიცხავენ, რომ გათავისუფლებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი