"არცერთ შემთხვევაში არანაირ გაყალბებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს" | თამარ გაბუნიას განმარტება

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მთავრობა კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რიცხვს აყალბებს.

ჟურნალსტებთან საუბრისას გაბუნიამ თქვა, რომ მონაცემები არ ყალბდება. მისი განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას კლინიკებისგან იღებს. ამას გარდა, მისი თქმით, სიკვდილიანობის აღრიცხვის ოფიციალური წყარო დაბადება-გარდაცვალების რეესტრია.

ის სტატისტიკა, რომელსაც ჯანდაცვის სამინსიტრო იყენებს ეყრდნობა ოპერატიულ ინფორმაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა კლინიკა ვალდებულია მოგვაწოდოს გარდაცვალების შესახებ ცნობა 1 საათის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ფაქტი დადგება. ეს მონაცემები მიდის საგანგებო მდგომარეობის მართვის ცენტრში, საიდანაც მოეწოდება სამინისტროს ანალიტიკის დეპარტამენტს, იქ ხდება ამ მონაცემბის დამუშავება, დადასტურება რამდენადაც შესაძლებელია და შემდეგ ასახვა სტატისტიკაში.

გარდა ამისა, ოფიციალური წყარო სიკვდილობის შემთხვევებისა აღრიცხვიანობის არის დაბადება-გარდაცვალების რეესტრი, რომლის ოპერირებასაც უზრუნველყოფს სტატისტიკის დეპარტამენტი, თუმცა იქ შემთხვევები აღირიცხება 5-დღიანი დაგვიანებით, ამ შემთხვევაში არის გარკვეული განსხვავება გარდაცვალების თარიღსა და ანგარიშგების თარიღს შორის და ბუნებრივია ჩვენ ანალიზს ვაკეთებთ და ვცდილობთ, რომ ანგარიშგების თარიღი ზუსტად დაემთხვეს გარდაცვალების თარიღს.

ამდენად, აქ არცერთ შემთხვევაში არანაირ გაყალბებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს, ეს არის მიმდინარე პროცესი ანალიზი ტარდება მიმდინარე რეჟიმში, - თქვა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის "მთავარ არხის" წყაროს ინფორმაციით, ოფიციალური ინფორმაცია კოვიდინფექციით გარდაცვლილთა შესახებ გაყალბებულია. ჯანდაცვის უწყება, კორექტირებას ფაქტობრივად ყოველდღიურად ახდენს და ცდილობს, დაღუპული პაციენტების რიცხვი მაქსიმალურად შეამციროს. ხშირ შემთხვევაში, ლაპარაკია რამდენიმე ათეულით კორექტირებაზეც კი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი