"ხელი მკრა, წამართვა საბანკო ბარათი და 950 ლარი მოხსნა" - გერმანელი ტურისტი ბარის მეპატრონეს გაქურდვაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

გერმანელი ტურისტი თბილისში ერთ-ერთი ბარის მეპატრონეს თაღლითობასა და გაქურდვაში ადანაშაულებს.

დაზარალებულის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ის ბარში ლუდის დასალევად შევიდა, რომელშიც 950 ლარი გადაახდევინეს.

"ამ დაწესებულებაში ერთი 12-ლარიანი ლუდი შევუკვეთე, ჩემ გვერდით იჯდა ქალი, რომელმაც შამპანიური შეუკვეთა, რომ დავლიე ლუდი მალევე მომინდა წასვლა იქიდან, იმიტომ, რომ ადგილი არ მომეწონა, ძალიან ჩაბნელებული და საეჭვო იყო. ამ დროს ერთი კაცი მოვიდა და მითხრა, რომ ფული უნდა გადამეხადა, მომიტანა ანგარიში დავინახე, რომ 950 ლარი ეწერა, ვუთხარი, რომ მხოლოდ ერთი ლუდი დავლიე, მან კი მიპასუხა, რომ ჩემ გვერდით ქალმა შამპანიურიც დალია, მე ვუთხარი, რომ მხოლოდ ერთი ლუდი დავლიე და მხოლოდ ამ ლუდის ფულს გადავიხდიდი. ის გაბრაზდა და მითხრა წმომყევიო. წამიყვანა ოთახში და მითხრა უნდა გადაიხადოო, მე ვუთხარი, რომ 50 ლარზე მეტი არ მაქვს ჯიბეში-მეთქი, ამის შემდეგ მან ხელი მკრა და ყვირილი დამიწყო, თან ხელში ტერმინალი ეკავა, მითხრა ამოიღე საფულეო, წამართვა საბანკო ბარათი, მოხსნა 950 ლარი, და ჯიბეში რომ 50 ლარი მქონდა ისიც წამართვა. მითხრა ესეც ჩემი ფულია ახლაო", - ყვება გერმანელი ტურისტი. 

გერმანელმა ტურისტმა დასახმარებლად პოლიციას მიმართა. ის მომხდართან დაკავშირებით პოლიციაში უკვე გამოკითხეს.

ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი