"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "პოსტ ფაქტუმს" ამიერიდან მიშა სესიაშვილი წაიყვანს. ინფორმაციასა და არხის განახლებულ ბადეს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს:
მთავარი არხი ახალ სეზონს განახლებული ბადით ხვდება. ყველა მნიშვნელოვანი პროექტი შენარჩუნებულია. იქნება ახალი და საინტერესო პროექტებიც.
დღეს შევჩერდები მხოლოდ ცვლილებებზე ახალი ამბების და თოქშოუების მიმართულებით:
- გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახდა გიორგი გაბუნია
- პოსტ ფაქტუმს წაიყვანს მიხეილ სესიაშვილი. პოსტ ფაქტუმის ჯგუფს შეემატა ბექა ყორშიაც.
- შაბათის ფორმატი აქამდე არსებული სახით, დაიხურა. მის ნაცვლად შემოგთავაზებთ ახალი ამბების გამოშვებას, საინტერესო ფორმატით. გადაცემას წაიყვანს თამარ ბაღაშვილი.
- გამომდინარე იქიდან, რომ თამარ ბაღაშვილი ცხრიანი მთავარის წამყვანია, დაიხურა "დებატები თამარ ბაღაშვილთან".
- შეიცვალა ჩემი გადაცემის ეთერში გასვლის დროც. მთავარი აქცენტები იქნება ხუთშაბათობით 22:00 საათზე. პროექტი ხალხის ხმა დაიხურა, ხოლო მთავარი გოგოები იქნება კვირას, 23:00, პოსტ ფაქტუმის შემდეგ.
სხვა სიახლეებზე მოგვიანებით გაცნობებთ. გმადლობთ, რომ გვიყურებთ, - წერს ნიკა გვარამია.
იხილეთ ასევე: