"გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია" - იურისტები ხაზარაძე/ჯაფარიძე/ წერეთლის საქმეზე

გამოქვეყნდა:

ხაზარაძე/ჯაფარიძე/ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი იყო მთავარი თემა პარტია "ლელოს" ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამართლის ექსპერტები ესწრებოდნენ.

მესამე სექტორში თანხმდებიან, რომ  ხანდაზმულობის ვადის გასვლა ავტომატურად სისხლის სამართლის საქმის დასრულებას გულისხმობს, მოსამართლე გიორგი არევაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი არაკონსტიტუციური და ადამიანის უფლებების დაცვისთვის საშიში პრეცედენტია.

"ლელოს" ლიდერები საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ და გადაწყვეტილების მეორე ინსტანციაში გასაჩივრებისთვის ემზადებიან.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 12 იანვარს გამოაცხადა. სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძისა და ვატო წერეთლის ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. სამივე მათგანს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ისინი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდნენ. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი