სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის სრული დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარებაზე, ასევე მისი მკურნალობის მონიტორინგზე ცნობილია.
ომბუდსმენის ინფორმაციით, ექსპერტთა ჯგუფმა ჯამში 5 ვიზიტი განახორციელა მიხეილ სააკაშვილთან, შესაბამისად, ჯგუფმა შეიმუშავა ხუთი დასკვნა. ვიზიტები განხორციელდა 2021 წლის 16 და 18 ნოემბერს - სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, 23 ნოემბერსა და 12 დეკემბერს - სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 11 იანვარს - N12 პენიტენციურ დაწესებულებაში.
ვიზიტებისას ხდებოდა მიხეილ სააკაშვილის გასინჯვა, მისი სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა და ადგილობრივ სამედიცინო/მკურნალ პერსონალთან გასაუბრება.
"2021 წლის 17 ნოემბრის ვიზიტის შედეგად სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, გასცა რეკომენდაცია, რომ პაციენტის მკურნალობა დაუყოვნებლივ გაგრძელებულიყო ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებდა. იგივე რეკომენდაცია იქნა გამეორებული 2021 წლის 18 ნოემბრის ვიზიტის შედეგად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებისას (დაფიქსირდა ვერნიკეს ენცეფალოპათიით გამოწვეული გულყრა).
2021 წლის 19 ნოემბერს პაციენტი გადაყვანილ იქნა სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებისას და ჰოსპიტალიდან N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი დამატებით სამჯერ მოინახულა (23.11.2021, 12.12.2021 და 11.01.2022). შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ კვების აღდგენის (რეფიდინგის) პროცესში მიღწეული დადებითი შედეგების (სასიცოცხლო რისკების მოხსნა) შემდეგ, ამ უკანასკნელი სამი ვიზიტისას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ნევროლოგიური სტატუსის მიმართულებით) არსებითი გაუმჯობესება დინამიკაში ვერ გამოვლინდა, თუმცა, არც გაუარესება დაფიქსირებულა. პაციენტის ფსიქოთერაპიული და ფიზიკური რეაბილიტაციის საკითხი კვლავ არსებით პრობლემად რჩება." - ნათქვამია ინფორმაციაში.
11 იანვრის ვიზიტის შედეგები:
პაციენტის მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა და გამოხატულია შემდეგი ძირითადი პრობლემები:
რეკომენდაციები:
დასკვნას ხელს აწერენ:
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი 2021 წლის 16 ნოემბერს შექმნა.