ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და ნარიმანიძე | ოთხივე ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის მიერ ე.წ. საზღვრის კვეთის საქმის ოთხივე ბრალდებული თავისუფალია. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მათ გირაო 1 თვის ვადაში უნდა გადაიხადონ.

გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. ელგუჯა ცომაიას, ბრალი ასევე წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი