"დიდება პარტიას", "ბოლშევიკური ენერგიით ბოლო მოვუღოთ მავნებლობის შედეგებს" - აქცია კულტურის სამინისტროსთან

გამოქვეყნდა:

"დიდება პარტიას", "სიკვდილი ხალხის მტრებს", "ბოლშევიკური ენერგიით ბოლო მოვუღოთ მავნებლობის შედეგებს" - სიმბოლურად საბჭოთა გამონათქვამებით წარწერებიანი პლაკატები აქვთ გაშლილი კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც თეა წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებენ.

მინისტრი ბოლო პერიოდში აქტიურად ათავისუფლებს სამსახურებიდან ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრება და დამოკიდებულებები აქვთ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

აქციაზე ხელოვანებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, იმყოფებიან "ლელოსა" და "დროას" წარმომადგენლებიც, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებენ და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ დახმარებასაც გაუწევენ.

წულუკიანი საკადრო წმენდებს ატარებს ხელოვნების მუზეუმსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი