ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი ხდება - ფოტოსესია 50 ლარი ეღირება

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პარკში შესვლა 1-ლი თებერვლიდან ფასიანი ხდება.

იმოქმედებს შემდეგი ტარიფები:

  • საქართველოს მოქალაქე - 2 ლარი;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქე - 5 ლარი;
  • საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები - 1 ლარი;
  • სკოლის მოსწავლე 10 წელზე ზევით - 1 ლარი;
  • ერთთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე - 10 ლარი;
  • სამთვიანი ამონემენტი 1 ვიზიტორზე - 25 ლარი;
  • ექვსთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე - 40 ლარი;
  • ერთწლიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე-70 ლარი;
  • ერთთვიანი საოჯახო " მეგობარათი" აბონემენტი (არაუმეტეს 5 ადამიანი) - 20 ლარი;
  • სამთვიანი საოჯახო აბონემენტი "მეგობარათი" (არაუმეტეს 5 ადამიანი) - 35 ლარი;
  • პიკნიკი 1 ვიზიტორზე ( საქართველოს მოქალაქე) - 10 ლარი;
  • კემპინგი 1 ვიზიტორზე (უცხო ქვეყნის მოქალაქე) - 15 ლარი;
  • ფოტოსესია - 50 ლარი.


უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ:

  • ომის მონაწილეები;
  • პენსიონრები;
  • საპატიო ზუგდიდელები;
  • ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები;
  • საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
  • ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100-000-ს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბოტანიკურ ბაღში, სადაც შესვლა უფასოა, 2020 წელს 6 მოლარე იყო დასაქმებული, რომელთა ხელფასებზე 50 ათასი ლარი დაიხარჯა.

ბაღის ადმინისტრაციამ კი განმარტა, რომ აღნიშნული პირები პანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დაცვაში ეხმარებოდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი