ვიდეოჩანაწერებში ისმის ხმა, "ძმებო, მოვიდა", თუ "ძმებო დავიწყოთ" - ადვოკატი გლდანის ციხის "შუმოკზე"

გამოქვეყნდა:

"ვიდეოჩანაწერებში არის რამდენიმე ახალი დეტალი, მათ შორის როგორ ხდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრების მიერ ე.წ. ორგანიზებული დახვედრა, ისმის ხმა - „ძმებო, მოვიდა“ თუ „ძმებო დავიწყოთ“ - განაცხადა მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის ამსახველი კადრების ნახვის შემდეგ.

მშვენიერაძის თქმით, ახალი დეტალია პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, გიორგი გიორგაძის საუბარი მიხეილ სააკაშვილთან, სადაც ის საკუთარ პოლიტიკურ დამოკიდებულებას გამოხატავს - "ეუბნება, რომ  აი, ხმაური, რაც გესმით გარეთ, არის პასუხი იმაზე, რასაც აკეთებდით“

ასევე ვნახეთ გლდანის მე-18 დაწესებულებაში და რეანომობილით გადაადგილებისას გადაღებული ვიდეოჩანაწერების ნაწილი...ციხეში გადაღებული ჩანაწერები არის ხმის გარეშე. ხმით არის მხოლოდ რეანიმობილში, ტრანსპორტში გადაღებული ჩანაწერი, რომლის დაჭრილი ნაწილი საზოგადოებას ნანახი აქვს. აღნიშნული ჩანაწერი წყდება მანამ, სანამ იწყება მისი იძულებით გადაყვანა ციხეში, მაგრამ დანარჩენ კადრებში ჩანს იძულებით გადაყვანა, ჭიდაობა, თრევა, გაშიშვლება და თავზე წამოფარებული ზედით ლიფტში აყვანა როგორც ხდება - ეს ყველაფერი ჩანს“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იმყოფებოდა დღეს ნიკა გვარამიაც, რომელმაც ასევე  ნახა ის კადრები, რომელიც იუსტიციის სამინისტროს არ ჰქონდა გასაჯაროებული და რომლებიც ინსპექტორს სამსახურის გამოძიების საქმეში დევს.

უწყებიდან გამოსვლის შემდგ მან აღნიშნა, რომ კადრები მძიმე საყურებელია და კარგად ჩანს, რომ ის ე.წ, შუმოკი, რომელსაც მესამე პრეზიდენტს გლდანის ციხეში კრიმინალები უწყობდნენ, ორგანიზებული იყო.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სახელმწიფო ინსპექტორს სამსახურში ვიდეოჩანაწერების სრული ჩანაწერების სანახავად კიდევ აპირებენ მისვლას.

იხილეთ ასევე:

"რაც ვნახეთ, ძალიან მძიმეა... ატყუებენ, ჩანს თრევის ეპიზოდი, ორკესტრირებულია ე.წ. შუმოკი" | ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის კადრებზე
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი