სოციალურმა აგენტებმა გაფიცვა შეწყვიტეს - რა შედეგით დასრულდა მოლაპარაკებები

გამოქვეყნდა:

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები პროტესტს წყვეტენ. "სოლიდარობის ქსელის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი, რომ თანამშრომლების გაფიცვა მოლაპარაკებებით დასრულდა. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სოციალური აგენტები გაფიცვას შემდეგი პირობებით ასრულებენ:

  • 15 წელზე მეტია სააგენტოში ხელფასები არ გაზრდილა და ჩვენ მივიღეთ ხელფასების 40%-60%-ით მატება;
  • მივიღეთ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ბავშვის გაჩენის შემდეგ ყოველ თვე მშობელი მიიღებს იგივე ხელფასს, როგორც მუშაობისას;
  • გაფიცულებს აუნაზღაურდებათ გაფიცული სამუშაო დრო;
  • სოც. აგენტები და უფროსი სოც. აგენტები იქნებიან უზრუნველყოფილი ტრანსპორტით;
  • გაუქმდება ერთთვიანი ხელშეკრულებები და ყველა დასაქმებულთან დაიდება ერთწლიანი ხელშეკრულებები;
  • შეიქმნება სპეციალური საკომუნიკაციო პლატფორმა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის;
  • უმჯობესდება დანამატის წესი და მოიხსნება 15 დღიანი ლიმიტი.

"ეს არის მხოლოდ პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი!....ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი პროფკავშირული კოლექტიური ბრძოლა გრძელდება!", - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი