ფოთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო, 2 ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

გამოქვეყნდა:

ფოთში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო, ორი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.

კოსტავას ქუჩაზე მდებარე კორპუსში ხანძარი დილის 5 საათზე გაჩნდა. ოჯახის წევრებს იმ დროს ეძინათ, თუმცა ალმოდებული ოთახებიდან გასვლა მაინც დროულად მოახერხეს.

ერთი ბინა მთლიანად დაიწვა, მეორე ოჯახის საცხოვრებელი ფართი კი ნაწილობრივ.

არსებობდა იმის საშიშროება, რომ ცეცხლი სხვა ბინებზეც გავრცელებულიყო, ამიტომ ხანძრის ლოკალიზებამდე საცხოვრებელი კორპუსიდან ოჯახები გამიყვანეს.

დაზარალებულებს ფოთის მერია დროებით საცხოვრებელი ფართში შესახლებას დაჰპირდა.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა თითქმის მუშაობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი