"ღირსეული მამულიშვილი, გამორჩეული პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, შესანიშნავი პიროვნება" - ქუთაისის ოპერის თეატრის მილოცვა წულუკიანს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა, კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს დაბადების დღე მიულოცა.

თეატრის ​Facebook-ზე გუშინ გავრცელებულ პოსტში ნათქვამია, რომ წულუკიანი "ღირსეული მამულიშვილი, გამორჩეული პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეა".

"დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს ქალბატონ თეა წულუკიანს - ღირსეულ მამულიშვილს, გამორჩეულ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, შესანიშნავ პიროვნებას, წარმატებულ მინისტრს.

ვუსურვებთ დღეგრძელობას, ბედნიერებას, ჩანაფიქრების ასრულებას.

იხარეთ მრავალჟამიერ ქალბატონო თეა", - ნათქვამია პოსტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი