"ესენი ხელისუფლება კი არა, მკვლელები არიან" - სანატორიუმ "ქართლში" ჭერი კიდევ ერთ ბინაში ჩამოიშალა

გამოქვეყნდა:

სანატორიუმ "ქართლში", სადაც აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები არიან შესახლებული, ჭერი კიდევ ერთ ბინაში ჩამოიშალა. ნგრევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

დევნილები ამბობენ, რომ ამ შენობაში მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, თუმცა მათივე თქმით, ხელისუფლებას ეს საკითხი არ აღელვებს.

"საშინელი ხმა მომესმა, გამოვედი და მთლიანად ჩამომენგრა, ორი წუთის წინ იქ ვიდექი. ხედავთ, რომ დღეს ადამიანს ასაფლავებენ, რომელიც შეეწირა ამბავს, ეს ხელისუფლება ამას ყურადაც არ იღებს. ამათ არ აინტერესებთ არაფერი, ამათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს წარმოადგენს. ესენი ხელისუფლება კი არა, მკვლელები არიან", - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ნანული აბლოთია.

ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ სხვადასხვა დაზიანებები კორპუსში ისევ არის, ასევე, სველდება კორპუსის საძირკველიც, რაც დამატებით საფრთხეებს ქმნის. მიუხედავად ამისა, ამ დრომდე ხელისუფლებიდან მათთან არავინ მისულა.

ცნობისთვის, სანატორიუმ "ქართლში" გლოვის დღეა. იქ მცხოვრები 150-მდე დევნილი დღეს გამოემშვიდობება გარდაცვლილ ზურაბ ქირიას, რომელმაც უმძიმესი სოციალური მდგომარეობისა და ხელისუფლების გულგრილობის გამო, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ტრაგიკული შემთხვევა 16 იანვარს მოხდა, როდესაც რამდენიმე გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, დევნილების მოთხოვნა ბინებით უზრუნველყოფის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრომ და დევნილთა სააგენტომ არ დააკმაყოფილა.

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საპროტესტო აქციები დროებით სწორედ ზურა ქირიას დაკრძალვამდე შეაჩერეს, თუმცა ამბობენ, რომ პროტესტს ორშაბათიდან ისევ გააგრძელებენ და მანამდე არ შეწყეტენ, სანამ თავიანთ მოთხოვნებს ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი