ზემო ფონიჭალაში მოსახლეობას უკვე მესამე დღეა, გაზი არ მიეწოდება, რის გამოც გაუსაძლის სიცივეში უწევთ ყოფნა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, როდის აღუდგენენ ბუნებრივი აირის მიწოდებას. მათი თქმით, შესაბამისი სამსახურებისგან მხოლოდ დაპირებებს ისმენენ.
"ცივა, ვიყინებით. პატარა ბავშვი ახლა ნათესავთან მიგვყავს, რომ იქ გავათბოთ", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
"თბილისი ენერჯიში" აცხადებენ, რომ გაზის შეწყვეტის მიზეზი დაზიანებული რეგულატორი გახდა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სამუშაოები უკვე დაწყებულია და მოსახლეობას გაზი "დღესვე აღუდგება".
"ეს იყო დაზიანებული რეგულატორი დაახლოებთ 2 დღის წინ. ჩვენ ჩავრთეთ გაზი სარეზერვო რეგულატორებიდან. იმხელა მოხმარებაა ქალაქში სიცივეებიდან გამომდინარე, რომ არ იყო ეს ორი რეგულატორი და გუშინ მოგვიწია გათიშვა.
მეც ვიყავი ადგილზე, ვიცი მოსახლეობის განწყობები დღეს მიმდინარეობს კაპიტალური სამუშაოები", - თქვა გიორგი ლეფსვერაძემ.