ხანძარი თბილისში - ნაძალადევის რაიონში, ზედაზენის ქუჩაზე, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაიწვა 2 სახლი და მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ადგილზე 10-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. იქ იმყოფება სასწრაფო დახმარებაც.