"აქ ცხოვრება შეუძლებელია" - სოფელ ოქროს საწმისის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

სოფელ ოქროს საწმისის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, სოფელში არ არის სასმელი წყალი, გზა გაუვალია, არ ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, ბავშვები კი განათლების გარეშე არიან დარჩენილი, რადგან ჩავარდნილი ხიდების გამო, სკოლაში ვერ დადიან. სოფელში არც ინტერნეტი აქვთ.

ადგილობრივების თქმით, ისინი 5 თვეზე მეტია, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას უშედეგოდ ელოდებიან.

"გაგვიფუჭდა გზა, არ გვაქვს სავალი გზა. გადასასვლელი ხიდი ჩავარდნილია. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია  სოფელში ყველაფერი. შეუძლებელია უკვე აქ ცხოვრება. უნდა გაეწმინდათ სანიაღვრე არხები, ნახევრად გაწმინდეს, მიატოვეს", - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი