1 დაღუპული და 2 დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში

გამოქვეყნდა:

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში - გარდაცვლილია ერთი და მძიმედაა დაშავებული ორი ადამიანი.

შემთხვევა გურჯაანის ცენტრალურ  მაგისტრალზე, კურორტ "ახტალას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი